|
ალპინარიუმი,
ყვავილნარი
ალპინარიუმი- ესაა ხელოვნურად
შექმნილი ქვიანი ბაღი, რომლის მწვანე საფარი შედგება ალპური ტიპის
მცენარეებისაგან, ჯუჯა ბუჩქებისა და მრავალწლიანი ყვავილებისაგან.
როკარიუმი არის ქვიანი ლანდშაფტის იმიტაცია. ორივე შემთხვევაში
დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი ქვის შერჩევასა და განაწილებას.
ყვავილნარები შეიძლება იყოს მრავალწლიანი და ერთწლიანი
ყვავილებისაგან შედგენილი, სხვადასხვა ფორმისა და ფერის, რომელიც მთელი
გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში ალამაზებს და ახალისებს ბაღს.
აქვე აღსანიშნავია ვარდნარების მოწყობა, რომელიც
შესაბამისი მოვლის შემთხვევაში ადრე გაზაფხულიდან
დეკემბრის ჩათვლით
(კარგი ამინდების შემთხვევაში) უხვად ყვავილობს.
ბაღში შესაძლებელია ასევე არომატული კუთხეების მოწყობა შესაბამისი
სამკურნალო მცენარეებით.
|
|